Follow me on Twitter RSS FEED
Posted in
ბორჯომი- ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი მინერალური ნახშიროჟანგიან ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალია, ბუნებრივი მინერალიზაციით.

„ბორჯომი“ 0.33 და 0.5 ლიტრიან შუშის ბოთლებში და ასევე 0.5 და 1.0 ლიტრიან PET ბოთლებში ისხმება. თავისი შემადგენლობითა და თერაპიული თვისებებით „ბორჯომი“ წააგავს ფრანგულ მინერალურ წყალს Vichy-s, სწორედ ამიტომ XIX საუკუნეში ევროპელებმა ბორჯომს „kavkasiuri Vichy“ უწოდეს.

„ბორჯომი“ იდეალურია როგორც რეგულარული გამოყენებისთვის, ასევე იმ დაავადებების მკურნალობისთვის, რომლებიც საკვების მომნელებელ სისტემას, ნივთიერებათა ცვლასა და იმუნიტეტის ზრდას უკავშირდება. ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ წყურვილს კლავს, არამედ ეფექტურად ავსებს ორგანიზმში მიკროელემენტების დანაკარგს და ამაღლებს ტონუსს.

„ბორჯომი“ მინერალური შემადგენლობის ბალანსირებითაც გამოირჩევა. ამის გამო ის ტრადიციულად გამოიყენებოდა როგორც სუფრის წყალი. მაგალითად, კალიუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის, რადგან მარილების დაგროვების რისკი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუკი კალიუმის შემადგენლობა 200 მგ/ლ-ს აღემატება.

„ბორჯომი“ მოიპოვება 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილიდან, რომლებიც ბორჯომის ნაკრძალის ტერიტორიაზე 200 –დან 1500 მ. სიღრმეზე მდებარეობს და მისი ტემპერატურა ბუნებრივი თერმული წყლისთვის შესაფერისი – 38-41 C –ია.

მრავალრიცხოვანი კვლევები იმას ადასტურებს, რომ „ბორჯომის“ მინერალური შემადგენლობა არ შეცვლილა 1830 წლიდან. ანუ, იმ დროიდან, როდესაც მისი პირველი ლაბორატორიული დაკვირვებები ჩაატარეს.

0 comments:

Post a Comment