Follow me on Twitter RSS FEED
Posted in
ქიმიური ბმა

ქიმიური ბმა ელექტრული ძალების ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრება. ატომებსა და მოლეკულებში ელექტრონებისა და ბირთვების ელექტრული ძალები,ნაწილაკების მცირე ზომების გამო, ახალ თვისებებს იძენენ, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ელექტრული ძალების სპეციფიკურ ქიმიურ ურთიერთქმედებას.სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ბმებს შორის ძირითადია იონური(ანუ ჰეტეროპოლარული)და კოვალენტური(ანუ ატომური)ბმა.იონური ბმა დამახასიათებელია NaCl-ისა და მისი ტიპის,ე.ი.მარილების მსგავსი ნაერთებისათვის,რომელთაც იონური ნაერთები ეწოდა.კოვალენტური ბმა დამახასიათებელია H2,N2,O2,CH4,C6H6 და სხვა მოლეკულებისათვის, რომელთაც კოვალენტური ნაერთები ეწოდა.იონური და კოვალენტური ბმების სახესხვაობებია კოორდინაციული და წყალბადური ბმა.
Posted in
Posted in
Posted in
ნაბეღლავი 

ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი, „ბორჯომის“ უახლოესი ანალოგი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე. ქიმიური შემადგენლობა

CO_2 1,4 M_{6'7} \frac{HCO_394C14}{Na77Mg13Ca^7} T13-15^\circ C

წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. მოქმედებს ერთი ჭაბურღილი, რომლის დებიტია 600-700 ათ. ლ/დღ-ღ-ში ასხამენ ბოთლებში, წელიწადში (1980) წ მლნ-მდე ბოთლს (0,5 ლ). იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.


ძირითადი იონური შემადგელობა 

კათიონები                                                                               ანიონები
ca2+                                                                                                                              hco3-
mg2+                                                                                                                            cl-
na+ + k+                                                                                                                     so42-
Posted in
სტალაქტიტი

 სტალაქტიტი არის მიწისქვეშა კარსტული ღრუების ჭერსა და კედლებზე ჩამოზრდილი ლოლუების მსგავსი ნაღვენთ-ნაწვეთი წარმონაქმნი გამოილექება მღვიმეში ჩაჟონილი კალციუმკარბონატით გაჯერებული წყლის შედეგად.


სტალაგმიტი

სტალაგმიტი არის მიწისქვეშა კარსტული ღრუების ფსკერზე წამოზრდილი სვეტისებრი, კონუსური სა სხვა ფორმის უმთავრესად კირიანი ნაღვენთ-ნაწვეთი წარმონაქმნი. გამოილექება ზევიდან ჩამონაწვეთი კალციუმკარბონატით გაჯერებული წყლიდან ნახშირორჟანგის გამოყოფის შემდეგ.
Posted in
ნიჟარა, ცხოველების გარეგანი ჩონჩხის ერთ-ერთი ძირითადი სახე. ნიჟარა უვითარდება უმარტივესების (ნიჟარიანი ამებები, შოლტოსნები, ფორამინიფერები), მოლუსკების, მხარფეხიანებისა და ფეხსახსრიანების (უმდაბლესი კიბოები) ზოგ ფორმას. მარტივი ჯამისებრი ნიჟარა, რომელიც სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ იცავს, აქვთ ნიჟარიან ამებეს, უძველეს მუცელფეხიანებს და სხვა. ნიჟარის დამცავი ფუნქცია სრულყოფილი გახდა მას შემდეგ, არც წარმოიქმნა, ერთის მხრივ, ორი — მარჯვენა და მარცხენა (ორსაგდულიანები, ზოგი უმდაბლესი კიბო) ან ზურგისა და მუცლის (მხარფეხიანები) - სადგული (უმთავრესად, გრუნტში ჩაფვლასთან დაკავშირებით) და, მეორის მხრივ, ნიჟარა სპირალურად დაიხვა ჯერ ერთ (თავფეხიანები და ზოგი მუცელფეხიანის პლანოსპირალური ნიჟარა), შემდეგ კი სხვადასხვა (მუცელფეხიანების უმრავსელობის, აგრეთვე ფორამინიფერების ტურბოსპირალური ნიჟარა) სიბრტყეში, რაც სხეულს მეტ მდგრადობას ანიჭებს. ნიჟარის დამცავ ფუნქციას აძლიერებს საკეტები (ორსაგდულიანი ნიჟარა), სარქვლები (სპირალური ნიჟარა) და აგრეთვე მისი ზედაპირის სკულპტურული განვითარება. განსაკუთრებულ პირობებში აღინიშნება ნიჟარის მეტ-ნაკლები რედუქცია (კალმარები, სეპიები). ნიჟარა წარმოიქმნბეა ექტოპლაზმის (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) ან გარეთა ექტოდერმული შრის (მრავალუჯრედიანი ცხოველები) მიერ გამომუშავებული ორგანული ნივთიერებისაგან, რომელსაც ამა თუ იმ სახით უკავშირდება მინერალური ნივთიერებები.განსაკუთრებით რთულია მოლუსკების ნიჟარის კედელი, რომელიც შეიცავს 3 შრეს (პერიოსტრაკუმს, ოსტრაკუმს, ჰიპოსტრაკუმს). ნიჟარებს მცირეოდენი სამეურნეო გამოყენება აქვთ (აკეთებენ სადაფის ღილებს და სხვა).
Posted in
ბორჯომი- ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი მინერალური ნახშიროჟანგიან ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალია, ბუნებრივი მინერალიზაციით.

„ბორჯომი“ 0.33 და 0.5 ლიტრიან შუშის ბოთლებში და ასევე 0.5 და 1.0 ლიტრიან PET ბოთლებში ისხმება. თავისი შემადგენლობითა და თერაპიული თვისებებით „ბორჯომი“ წააგავს ფრანგულ მინერალურ წყალს Vichy-s, სწორედ ამიტომ XIX საუკუნეში ევროპელებმა ბორჯომს „kavkasiuri Vichy“ უწოდეს.

„ბორჯომი“ იდეალურია როგორც რეგულარული გამოყენებისთვის, ასევე იმ დაავადებების მკურნალობისთვის, რომლებიც საკვების მომნელებელ სისტემას, ნივთიერებათა ცვლასა და იმუნიტეტის ზრდას უკავშირდება. ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ წყურვილს კლავს, არამედ ეფექტურად ავსებს ორგანიზმში მიკროელემენტების დანაკარგს და ამაღლებს ტონუსს.

„ბორჯომი“ მინერალური შემადგენლობის ბალანსირებითაც გამოირჩევა. ამის გამო ის ტრადიციულად გამოიყენებოდა როგორც სუფრის წყალი. მაგალითად, კალიუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის, რადგან მარილების დაგროვების რისკი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუკი კალიუმის შემადგენლობა 200 მგ/ლ-ს აღემატება.

„ბორჯომი“ მოიპოვება 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილიდან, რომლებიც ბორჯომის ნაკრძალის ტერიტორიაზე 200 –დან 1500 მ. სიღრმეზე მდებარეობს და მისი ტემპერატურა ბუნებრივი თერმული წყლისთვის შესაფერისი – 38-41 C –ია.

მრავალრიცხოვანი კვლევები იმას ადასტურებს, რომ „ბორჯომის“ მინერალური შემადგენლობა არ შეცვლილა 1830 წლიდან. ანუ, იმ დროიდან, როდესაც მისი პირველი ლაბორატორიული დაკვირვებები ჩაატარეს.
Posted in
ვარჯიშის დროს ოფლის სახით გამოიყოფა Na+, K+, Ca+2 იონები, ამიტომ ადამიანმა ვარჯიშის შემდეგ უნდა მიიღოს მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავენ Na+, K+, Ca+2 იონებს, რადგან დაკარგულ იონებს ანაზღაურება ესაჭიროება.
Posted in

მინერალური წყლები.

მინერალური წყლები (მიწისქვეშა, ზოგჯერ ზედაპირული), დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა), ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.
საკურორტო მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა. ესაა მთისა და ზღვის შეზავებული, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, სამკურნალო მინერალური წყლები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლუგელა“. ლუგელა მდებარეობს სოფელ მუხურის ჩრდილო–დასავლეთით, რაიონული ცუნტრიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ლუგელას ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს „ტობა-ვარჩხილი“ და მწვერვალი „ცაშკიბული“.
ხეობა იწყება სოფელ მუხურის ტერიტორიაზე, სადაც შურუბუმუს კანიონი მდებარეობს. ხეობა თითქმის 80 კმ-ის მანძილზეა წარმოდგენილი.
ლუგელას ხეობიდან გამომოვალ მინერალურ წყალს ხალხი ძველთაგანვე მენჯს უწდებდა. სახელი ლუგელა მას 1947 წლიდან ეწოდა და სავსებით სამართლიანადაც, რადგან „მენჯი“ საზოგადო სახელია, მას სამეგრელოში უწოდებენ მლაშე, რაიმე ნივთიერებით გახსნილ წყალს, შუმერული მითისა არ იყოს, დედალ წყალს. ამ სამკურნალო წყალს კი თვით განსაკუთრებული თვისებების გამო თავისი სახელი უნდა შერქმოდა და შეერქვა კიდეც თავისი მშობლიური ადგილის სახელი. შეიქმნა მისი წარმოება და ამ სახელით იცნობს ქვეყანა. ამ წყალზე შეიქმნა საკვირველი ლეგენდები, რომ იგი თითქოს მკვდარს აცოცხლებდა, ბეღურას არწივად აქცევდა, რითაც იგი სპეკულაციის საგანიც კი გახდა. მისგან მზადდება და აფთიაქებში იყიდება კბილის პასტა, გამოიყენება Ca2+ იონის დეფიციტისას, მისი ხსნარით ამუშავებენ ჭრილობას. ლუგელა შეიცავს 54, 9 გრ/ლ ქლორ-კალციუმს, გამოიყენება და ინიშნება ასევე, როგორც 10%-იანი ქლორიანი კალციუმი. იხმარება სასმელად. მედიცინაში გამოიყენება ტუპერკულოზის, სხვადასხვა წარმოშობის პლევრიტის, ჰემორაგიული დიათეზის სამკურნალოდ.